ცოცხალი განაყოფიერებული ქვირითი თევზსაშენი მეურნეობებისათვის
მრავალი ქვეყნის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თევზსაშენი მეურნეობებისათვის ბევრად უფრო ხელსაყრელია მაღალი ხარისხის ცოცხალი განაყოფიერებული ქვირითის ყიდვა და მისი დამოუკიდებლად ინკუბაცია, ვიდრე გაურკვეველი წარმოშობის ისეთი მზა ჩასასმელი მასალის შეძენა, რომელსაც შეიცავს მრავალ რისკ–ფაქტორს, აქვს ზრდის ძალზე ნელი ტემპი, გამოირჩევა დაბალი რეზისტენტულობით და შესაბამისად, არაპროგნოზირებადი შედეგით.
პორტალი www.kalmaxi.ge ორგანიზებას უწევს ცისარტყელა კალმახისა და სხვა ორაგულისებრთა თევზების ქვირითის მიწოდებას მსოფლიოში ცნობილი ქვირითის მწარმოებელი კომპანიებისაგან მთელი წლის განმავლობაში და უზრუნველყოფს მომსახურების სრულ სერვისს ქვირითის შემოტანაზე, ყველა საბუთისა და იურიდიული თანმიმდევრობის გათვალისწინებით.
ქვირითის ღირებულების გადასახადი და სხვა სახელმწიფო მოსაკრებლები გადახდილი უნდა იყოს უშუალოდ მყიდველის მიერ, რაც გამორიცხავს რაიმე დანამატს ქვირითის ღირებულებაზე.
ჩვენ საშუალება გვაქვს მოგაწოდოთ საიმედო და მაღალი ხარისხის პროდუქცია მსოფლიოში ქვირითის მწარმოებელი ცნობილი ბრენდებისგან: თროუთლოჯე - (აშშ) პესკოკოლტურა ბურინი - (იტალია) ლეონარდი - (იტალია) აქვალენდი - (საფრანგეთი) ვივიერსი - (საფრანგეთი) აქვასერჩი - (დანია) თროუთექსი - (დანია) დანკელდი - (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) დაბიე – (პოლონეთი)
დამატებითი ცნობებისათვის დაგვიკავშირდით :
|