ქართული    |    English    |    Русский

კალმახი kalmaxi.ge

0
 

თევზის საკვები
თევზი
ბაზრის მონაწილეები

იაფი საკვები - ძვირი თევზია!

შემწვარი კალმახი ნიგვზის სატენით

 

შემადგენლობა:

  • 2კგ კალმახი
  • 400–500გრ ნიგოზი
  • 2 დიდი კონა ქინძი
  • 4–5 კბილი ნიორი
  •  წიწაკა, ძმარი და მარილი–გემოვნებით
  • 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 1 ჩ.კ. უცხო სუნელი

შემწვარი კალმახი ნიგვზის სატენით

 

მომზადების წესი:

  • გასუფთავებული და გარეცხილი კალმახი ოდნავ შეამარილეთ
  • გაატარეთ ხორცსაკეპში
  • შეურიეთ დანაყილი ნიორი, ქინძი, წიწაკა, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, მარილი და ძმარი
  • გახსენით წყალში ისე, რომ სქელი არაჟნის სისქის მასა მიიღოთ
  • გამოტენეთ თევზის შიგნეულის ადგილი ნიგვზის სატენით, გარედანაც კარგად წაუსვით (ისე, როგორც ნიგვზით დატენილ ბადრიჯანს აკეთებთ)
  • თუნუქის ფირფიტას მოასხით ცოტაოდენი ზეთი, მთლიანათ მოფინეთ ნედლი ქინძის ფოთლებით, სათითაოდ დააწყეთ გამზადებული კალმახები
  • ზემოდან დაფარეთ ნედლი ქინძით ისე, რომ არ ჩანდეს კალმახები
  • შედგით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე
  • შეწვის შემდეგ ქინძის გამხმარი ფოთლები თევზს ზემოდან გადაეკვრება
  • დააწყვეთ ქინძის ფოთლებში შემწვარი თევზი შესაფერის ლანგარზე და ცივად მიიტანეთ სუფრასთან

 

დამატებითი ინფორმაცია:

 

კალმახს საკმაზის გარეშეც წვავენ, მას ნიგვზის ფოთლებში ახვევენ და ისე ჩაბრაწავენ ცხელ კეცზე. შეგიძლიათ, ზემოთ აღწერილი წესით მოამზადოთ კეფალიც.

 

 

 

 

 

უკან
ადმინისტრაციისგან
გამოკითხვა
რომელ საკვებს იყენებთ თევზის გამოსაზრდელად?
სკრეტინგს
ალერ აკვას
კოპენსს
ბიო მარს
სხვას
 

 

ვიყიდი საკალმახე მეურნეობას

კონტაქტი: 599434454

სპეციალური საკვები ზამთარში გამოსაყენებლად 

OPTILINE HE

დოქტორ ჯორჯ სავიდისის

ანგარიში

საქართველოში გავრცელებული კალმახის დაავადების შესახებ

კალმახი

 
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE