ქართული    |    English    |    Русский

კალმახი kalmaxi.ge

0
 

თევზის საკვები
თევზი
ბაზრის მონაწილეები

იაფი საკვები - ძვირი თევზია!

მსოფლიო ბრენდის, სკრეტინგის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ფოტო მასალა თევზსაშენ მეურნეობებში გავრცელებულ კალმახის ძირითად დაავადებების და მათი სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ იხილეთ აქ:

 

შენიშვნა: ტექსტში ფრჩხილებში ჩასმული რიცხვები,  აღნიშნავს ტექსტის შინაარსის შესაბამისი სურათის ნომერს ფოტო მასალაში.

 

თევზსაშენებში გავრცელებული კალმახის  ძირითადი დაავადებები

 

ინფექციური დაავადებები

 

ვირუსული  

 

ვირუსული ჰემორაგიული სეპტიცემია  (Viral Haemorrhagic Septicaemia.VHS).  რაბდოვირუსი.

დაავადება ძირითადად ვითარდება მოზარდ ცისრტყელა კალმახში (Rainbow trout), მაგრამ ეპიდემიის პირველი აფეთქებისას ზარალდება ყველა ზომის ინდივიდი. ავადმყოფობა ჩნდება ძირითადად გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, როცა წყლის ტემპერატურა 15°C –ზე დაბალია (და 4°C –ზე მაღალი) და ყოველდღიურად მნიშვნელოვნად მერყეობს. დაავადება ხასიათდება თევზის  მაღალი სიკვდილიანობით. მწვავე სტადიის სიმპტომები: თვალების შეშუპება (გადმოკარკვლა) და სისხლდენა მის გარშე (1),  სხეულის გამუქება, ლაყუჩების გაუფერულება,  წერტილოვანი სისხლჩაქცევები კუნთებში (2),  ღვიძლის ზედაპირზე, ნაწლავებზე, საცურაო ბუშტზე.  ვითარდება ასციტი (სითხის დაგროვება მუცლის ღრუში). ქრონიკულ სტადიაზე: შეიმჩნევა სიმპტომების შემცირება (როგორც გარე,  ასევე შინაგან ორგანოებში),  გარდა ცურვის ქცევის ცვლილებისა. დაავადების გადაცემა: მხოლოდ ჰორიზონტალური (დაავადებულ ინდივიდებთან კონტაქტისას). თერაპია არ არსებობს.  დაავადების კონტროლი ხდება  აუზის ხელოვნური ამოშრობით და  მისი კირით შეთეთრების გზით.

ინფექციური სისხლმბადი ნეკროზი (Infectious  Halmatopoietie Necrosis.  IHN) რაბდოვირუსი. დაავადების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა  ლიფსიტები და მოზარდი თევზი. მაღალია სიკვდილიანობა.

მწვავე სტადია: თვალების შეშუპება, სხეულის გამუქება, ანემია (სისხლნაკლებობა), სისხლჩაქცევები კუნთებში, თვალებში გუგის გარშემო (3) და მუცლის (პერივისცერალური) ცხიმოვან ქსოვილში (4). ქრონიკული სტადია: ცურვის ქცევის დარღვევა და ზოგჯერ ასციტის განვითარება. დაავადების გადაცემა: ჰორიზონტალური და ვერტიკალური. საჭიროა ქვირითის დეზინფექცია. თერაპია არ არსებობს. დაავადების კონტოლი ხდება ელიმინაციის (ლათ. Elimino – „გარეთ გამომაქვს“ – მავნე პროდუქტების განდევნა, გარემოს უარყოფითი ფაქტორების გავლენის გამო მცენარეთა და ცხოველთა ჯგუფების ამოწყვეტა, გაქრობა, თავიდან მოცილება) პროგრამებით. თევზებს რომლების გადაურჩებიან IHN ეპიდემიებს, ხშირად შეიძლება განუვითარდეთ  RTFS, როგორც მეორადი ინფექცია.

ინფექციური პანკრეონეკროზი (Infectious Pancreatic Necrosis IPN). ბირნავირუსი. ამ ვირუსის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა ორაგულისებრთა თევზის ლიფსიტები. ინფიცირებულ ლიფსიტებს ცურვის დროს ახასიათებს არაკოორდინირებული სპირალური მოძრაობა, ნაწლავებში ჟელატინისებრი შიგთავსის გამო თევზს უსივდება მუცელი (5)  და შეინიშნება ექსკრემენტების გამოყოფა ე. წ.  „ცრუ განავალის“  სახით. შესაძლებელია განვითარდეს ანემია და  სისხლჩაქცევები კუნთებში. დაავადება ხშირად ვრცელდება  სხვადასხვა  ჯიშის თევზის ლიფსიტებში რამდენიმე აუზში ერთდროულად. დაავადების გადაცემა: ძირითადად ვერტიკალური, მაგრამ ასევე,  შესაძლებელია ჰორიზონტალურიც. დეზინფექცია ვერ  უზრუნველყოფს ქვირითის ვირუსისგან განთავისუფლებას. 

ძილის დაავადება (Sleeping Disease). ალფა ვირუსი. (გვარი Togavididae).  ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება  დაბალი სიკვდილიანობით და  ვითარდება  11°–12° C  ტემპერატურის მქონე  წყალში.  სიკვდილიანობა უფრო მაღალია დაბალ ტემპერატურაზე. მაკრო დაზიანებები არ ვითარდება, შეინიშნება მხოლოდ „ძილის“ ქცევა და ანორექსია (უმადობა). დაავადების დამახასიათებელი ნიშანია აგრეთვე, პანკრეასის და კუნთოვანი უჯრედების (ძირითადად გულის უჯრედების) ნეკროზი (ნეკროზი–ცოცხალ ორგანიზმში უჯრედთა და ქსოვილთა კვდომა). დაბალ ტემპერატურაზე თერაპია არ არის ნაჩვენები. საჭიროა შეწყდეს კვება, შემცირდეს წყლის ნაკადი და ჩატარდეს დეზინფექცია.

 

ბაქტერიული

 

ფურუნკულოზი (Aeromonas salmonicada). დაავადების მიმართ უფრო მგრძნობიარეა ნაკადულის და ყავისფერი კალმახი, ვიდრე ცისარტყელა კალმახი. კლინიკური ნიშნები: მწვავე ფაზაში მცირე სიმპტომებია.  ქვემწვავე და ქრონიკული სტადიებისთვის დამახასითებელია კლასიკური ფურუნკულების წარმოქმნა და შემდგომ აბსცესების (აბსცესი–შემოფარგლული ჩირქგროვა, რომელიც ამა თუ იმ ქსოვილში ან ორგანოში ჩირქმბადი მიკრობის მოხვედრის ან ჩირქოვანი ანთებითი პროცესის გართულების შედეგად ყალიბდება) განვითარება, როგორც თევზის ზურგზე, ასევე  გვერდებზე  (6).  ფურუნკულები წყლულდება და ივსება შრატოვან –ჰემორაგიული სახით. ანორექსია (მადის შემცირება ან მისი სრულად დაკარგვა) ართულებს წამლის შემცველი საკვების მეშვეობით მკურნალობას.  პროფილაქტიკისათვის საჭიროა დაავადებული ინდივიდების იზოლირება, ხოლო  სამკურნალო ანტიბიოტიკების შერჩევისათვის უნდა გაკეთდეს ანტიბიოტიკოგრამა (პათოგენური მიკრობების ამა თუ იმ ანტიბიოტიკისადმი მგრძნობელობის ხარისხის დასადგენი ლაბორატორიული კვლევის მეთოდი და შედეგი).

ვიბრიოზი (ვიბრიონი – Listonella anguillarum). დაავადება დამახასიათებელია ზღვის სახეობებისათვის, მაგრამ ასევე შესაძლებელია განუვითარდეს კალმახსაც გვიანი ზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით. თევზს უვითარდება სისხლჩაქცევები  ფარფლებზე, გვერდებზე და ღვიძლის ზედაპირზე, შესიებულია ელენთა (7). თერაპია: საჭიროა დაავადებული თევზისთვის  წამლის შემცველი საკვების მიწოდება,  ბაქტერიული იზოლირების  და ანტიბიოტიკოგრამის შემდეგ (8) ეფექტიანი  ვაქცინაციის ჩატარება.

იერსინიოზი - ERM (Enteriw Redmouth Disease). ფართოდ გავრცელებული დაავადებაა მთელ მსოფლოში, რომელიც აზიანებს მოზრდილ და ახალგაზრდა კალმახს. დამახასიათებელია სომპტომებია:  თვალების ოდნავი ამობერვა და კანის გამუქება, მუცლის შესიება, პირის კუთხეების (9),  ღრძილების, სასის, ენის, ფარფლების და ანუსის შეწითლება. დასნებოვნებულ თევზის კუჭი, შიგ არსებული სითხის  გამო შესიებულია,  კუჭის კედლებზე და ნაწლავებზე შეინიშნება სისხლჩაქცევები და სისხლდენა (10).  ნაწლავები სავსეა მოყვითალო ფერის ლორწოთი.  ატიპური ფორმისთვის დამახასიათებელია წონის დაკარგვა, ანემია და სისხლჩაქცევები ღვიძლში. ზოგიერთი ქრონიკული შემთხვევის დროს ზიანდება თვალის რქოვანა, რაც იწვევს სიბრმავეს. თერაპია: საჭიროა დაავადებული თევზისთვის  წამლის შემცველი საკვების მიწოდება,  ბაქტერიული იზოლირების  და ანტიბიოტიკოგრამის შემდეგ ეფექტიანი  ვაქცინაციის ჩატარება.

ფლავობაქტერიოზი (Flavobacteriosis).  ამ სენს ჩვეულებრივ უწოდებენ ცივი წყლის დაავადებას. იგი მოიცავს დაავადებათა ფართო ჯგუფს, რომლებიც დაკავშირებულია გარკვეულ წინასწარ არსებულ მიდრეკილებებთან,  როგორიცაა ვირუსული ინფექციები, არასათანადო გარემო პირობები,  ცუდი მენეჯმენტი. პირველადი პათოგენი (პათოგენი –რაიმე აგენტი, რომელიც დაავადებას იწვევს) კალმახის შემთხვევაში არის Flavobacterium psichrophilum. სტრესის ან იმუნოდეპრესიის შემთხვევაში პათოგენმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ეროზია სხვადასხვა ადგილებში: გულმკერდის ფარფლზე (Fin Rot Disease), დორსალურ ფარფლებზე (ზურგის კედლები) (11) (Saddleback Disease) და კუდის ფარფლებზე (12) (Pedunche Disease).  გილის დაავადება (Gille Disease) (13–14)  ვითარდება, ამონიუმის კონცენტრაციის  მომატებისას ან პარაზიტების არსებობისას. ეს მდგომარეობა ხელს უწყობს  F.sichrophilum და F.brarchiphila –ს კოლონიზაციას. სეპტიცემიური ფორმა გვხვდება მოზარდ კალმახში (Rainbow Trout Fry Syndrome) და მანიფესტირდება ანემიით და თვალების გადმოკარკვლით. ბაქტერიების უზომო გამრავლება განაპირობებს ელენთის დეგენერაციას (გადაგვარებას) (15).  მუცლის კედლის ეროზია  კი პატარა ზომის ახალგაზრდა თევზებში იწვევს ორგანოების გაშიშვლებას  (16).  თერაპია: გარეგანი დეზინფექცია, წამლის შემცველი საკვები RTFS –თვის. დიაგნოზის  დასმა ხდება ინფიცირებული ორგანოს მიკროსკოპული სურათის საფუძველზე, რადგან ამ  შემთხვევაში ბაქტერიული იზოლაციის და ანტიბიოტიკოგრამის გამოყენების პრაქტიკა არაეფექტიანია.

თირკმელის ბაქტერიული დაავადება.  დაავადების გამომწვევია  Renibacterium Salmonarium –ი, რომელიც ასნებოვნებს ორაგულისებრ თევზებს.  მათ შორის,  კალმახი ამ სენის მიმართ ყველაზე ნაკლებ მგრძნობიარეა. თირკმელებში (17)  და ზოგჯერ  კანქვეშაც  ვითარდება გრანულომები. დიაგნოზი ისმევა მიკროსკოპული გამოკვლევით. დაავადების გადაცემა ჰორიზონტალური და ვერტიკალურია. დაავადების კონტროლი ხორციელდება ქვირითის დეზინფექციით. წამლის შემცველი საკვებით მკურნალობა ნაკლებად ეფექტიანია.

სტრეპტოკოკოზი (Lactococcus garviae).  ავადმყოფობა ვითარდება მოზრდილ  ცისარტყელა კალმახში  ზაფხულის პერიოდში. ამ  დაავადების ნაკლებად აგრესიული ფორმა, რომელიც იწვევს ბაქტერია Vagococcus salmorarium, ასევე პროგრესირებს ზამთარის პერიოდში. სიმპტომები: შენელებული ცურვა წყლის ზედაპირზე, ჰაერის ხშირი ჩასუნთქვით (18), ამობერილი თვალები,  გამუქებაული კანი და დაზიანებული ღვიძლი (19).  ჩვეულბრივ, თევზი იღუპება ზოგადად კარგი გარემო პირობების  ფონზე. თერაპია ემყარება თევზის კვებას  წამლის შემცველი საკვებით,  ბაქტერიის იზოლაციის და ანტიბიოტიკოგრამის შემდეგ,  თუმცა,  შედეგები  არადამაკმაყოფილებელია. ვაქციაცია შესწავლის ეტაპზეა.

ცისარტყელა კალმახის გასტრო-ენტერიტის სინდრომი  (RTGE- rainbow trout gastro-enteritis,  Cardidatus avlhvomitus ). ამ სენით ავადდება  100 გრამზე მეტი წონის ცისარტყელა კალმახი. დაავადება ვითარდება 15°C  უფრო მაღალ ტემპერეტურაზე, ავადობა მაღალია, მაგრამ სიკვდილიანობა ჩვეულებრივ ქრონიკულია და დაბალი. ინფიცირებულ ინდივიდებს აქვთ კარგი მადა, ხშირია მუცელის შესიების შემთხვევები, რაც გამოწვეულია ლორწოს დაგროვებით და ნაწლავების ანთებით (20). თერაპია ამჟამად  შესწავლის სტადიაზეა.

 

სოკოვანი

 

საპროლეგნოზი ( Saprolegna spp). კოლონიზაცია ხდება თევზის კანზე (21), შინაგან ორგანოებში, მკვდარ ქვირითში (22) და ასევე, დაავადების კერებთნ  ახლომდებარე ცოცხალ ქვირითში.  კოლონიები ქმნიან ბამბის მსგავს სურათს, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. თერაპიას უმნიშვნელო შედეგი მოაქვს. ამიტომ უფრო ეფექტიანია პრევენციული ღონისძიებების  ჩატარება, რომელთა შორის უპირატესობა შეიძლება მივანიჭოთ პერიოდულ დეზინფექციას.

იტიოფონიაზი (Ittiofoniasis).  სისიტემური სოკოვანი დაავადება, რომელსაც იწვევს lchthyophonus hofei. თევზს გადაეცემა დაინფიცირებული საკვებით. მოზარდ თევზებში სიკვდილიანობა შეიძლება იყოს მაღალი. სიმპტომები: თეთრი კვანძები ყველა ორგანოში, განსაკუთრებით თირკმელსა და გულში (23). დიაგნოზი ისმევა მიკროსკოპით (საშუალო გადიდებით). თერაპია არ არის ნახსენები. პრევენცია ხორციელდება გარემოს ჰიგიენით და მკვდარი თევზების მოცილებით სპორების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

 

ექტოპარაზიტები

 

კოსტია  (Costia. Ichtiobolo rekator). პროტოზოა განსაკუთრებით აზიანებს  ცისარტყელა კალმახის კანს და ლაყუჩებს. დაავადებული თევზი გამხდარია, აქვს გამუქებული კანი, უჭირს სუნთქვა, კანზე შეიმჩნევა ბაცი მოთეთრო–მოლურჯო ფენა  (24–25).  სიკვდილიანობა მაღალია.

White spot Disease. დაავადება გამოწვეულია წამწამისებული პროტოზიას lchthyophthirius multifiliis მიერ (26).  აზიანებს კანს და ლაყუჩებს ახალგაზრდა თავზებში, დაზიანებები უეცრად წარმოიქმნება და მალევე ქრება.  თევზები აგზნებულნი არიან და უჭირთ სუნთქვა. მძიმე ინფექციის შემთხვევაში სიკვდილიანობა შეიძლება იყოს მაღალი. დაავადების ციკლი : დაავადება გრძელდება 5–დან 40 დღემდე ( დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე და აქტიური გავრცელებისათვის იდეალურია 24°C). მოზრდილი პარაზიტი რჩება კანის გარეთა გარსის ქვეშ და ტოვებს მასპინძლის ორგანიზმს რეპროდუქციის პერიოდში. იგი ეწებება აუზის  (ტბორის) ფსკერს და უჯრედების დაყოფით წარმოქმნის დაახლოებით 1500–მდე ახალგაზრდა ფორმას ( ტომიტს). დაახლოებით 3 დღეში ტომიტებმა უნდა იპოვონ ახალი მასპინძელი ან დაიღუპონ. იხტიოფტიმუსი შეიძლება მოისპოს დეზინფექციით ახალი მასპინძლის ძიების პერიოდში.

Trichodins spp. (27). საფროფიტი ცხოვრობს კანზე და ლაყუჩებში.  ჩვეულებრივ ჩნდება წყლის ცუდი ცვლის პირობებში, მთავარი სიმპტომია თევზებში სუნთქვის გაძნელება და ანორექსია. დეზინფექცია კონტროლის ეფექტიანი საშუალებაა.

Gyrodactylus spp. (28).  ცოცხლადმშობიარე, სწრაფად მრავლდება,  გავრცელებულია  მონოგენური ტრემატოდა, რომელიც ადვილად შეიმჩნევა კალმახის კანზე. ინფიცირებულ თევზს ახასიათებს აღგზნებადობა და ანორექსია. დეზინფექცია ჩვეულებრივ კარგ შედეგს იძლევა.

წურბელა (Lecches, Piscicola geometza) (29). ხასიათდება დაბალი პათოგენურობით  და ჩვეულებრივ აზიანებს მხოლოდ მოზარდ თევზებს. მასიური ეპიდემიების დროს პრევენცია ხორციელდება აუზის კირით შეთეთრებით.

Parasitic crustaceans. Lerniaca ciprinacea (30), Argulus foliaceus (31) და Ergesilus spp. მცირე ზომის კობოსნაირი, რომელიც ჩანს შეუიარაღებული თვალით. ჩვეულებრივ ბინადრობს მიწის დიდი აუზებში, ტბორებში და პოლიკულტურულ პირობებში caprind -ებთან. საწყისი სიპტომებია აღგძნებადობა და ანორექსია, რასაც მოსდევს წონის დაკლება და სუნთქვის გაძნელება. გარემოს დეზინფექცია კონტროლის ეფექტიანი საშუალებაა.

 

ენდოპარაზიტები

 

თირკმელის პროლიფერაციული დაავადება (Proliferative Kidney Disease. PKD) . Bryosalmoae, Myxoza. სისტემური ინფექცია, სადაც ბრიოზოა შუალედური მასპინძელია. ტიპურია ზაფხულის პერიოდში. იწვევს ანემიას, ასციტს, თირკმელის მძიმე შეშუპებას, (განსაკუთრებით უკანა) (32). თევზი იღუპება ძირითადად ღამით. ქრონიკული ფორმა: ზამთრის შემდგომ პერიოდში ორგანოებში ვითარდება თეთრი კვანძები. თერაპია არ არის. თევზი უნდა შეინახონ ინფიცირებულ გარემოში, შემოდგომის პერიოდში, რათა გამოუმუშავდეს იმუნიტეტი შემდეგი ზაფხულისთვის.

მბრუნავი დაავადება (Whirling Disease. WD).  პროტოზოული სისტემური დაავადება, რომელსაც იწვევს Myxobolus cerebralis. გამომწვევი აღწევს ლიფსიტების ხრტილოვან ქსოვილში და იწვევს ძვლის დეფორმაციას,  ოპერკულუმის (ლაყუჩის სახურავის) შემცირებას, სკოლიოზს , ლორფოზს კოფოზს,  თავის ქალას დეფორმაციას (33),  მბრუნავ ცურვას და კუდის ფარფლების მოცილებას.  სპორები მრავლდება, როდესაც  მკვდარი თევზი ხანგრძლივად რჩება საბინადრო გარემოში, იხრწნება  და იწვევს დაბინძურებას. Tubifex -ი შუალედური მასპინძელია. თერაპია არ არის ნაჩვენები. აუზების / ტბორების შეთეთება ეფექტურად სპობს Tubifex –ს, (2 – 4ტონა /ჰა). მიწის ტბორების დაცემენტება ხელს უწყობს პარაზიტის კონტროლს.

Nexamitiasis.  დაავადებას იწვევს ნაწლავის პროტოზოა – Octomitus salmonias (34). დამახასათებელია ქრონიკული წონის დაკარგვა, ცარიელი კუჭი სავსეა ლორწოთი. თერაპიაზე უფრო ეფექტიანია პრევენცია, გარემოს  ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება და მაღალი ხარისხის მშრალი საკვების გამოყენება.

Acanthocephalans.  ნაწლავის პარაზიტები (35), რომლებიც მიეკუთვნება Phylum Acanthocphala- ს. შუალედური მასპინძელია წვრილი კობოსნაირები. იგი პერიოდულად ბინადრობს ხელოვნურად მოშენებული და ველური გარემოში მობინადრე ორაგულისებრთა თევზების ნაწლავებში. პარაზიტის დაბალი პათოგენობის გამო მკურნალობა იშვიათად არის ნაჩვენები.

 

გაურკვეველი წარმოშობის არაინფექციური დაავადებები 

 

აირბუშტუკოვანი დაავადება (Gas Bubble disease).  მიმდიანრეობს მწვავედ და ქრონიკულად. განსაკუთრებით აზიანებს ქვირითს და ლიფსიტებს, რომლებიც მოშენებულია მიწის წყალსატევებში, სადაც აირის სატურაცია (წყლის ჟანგბადით გაჯერება)  მკვეთრად მაღალია. ცისარტყელა კალმახისთვის კრიტიკული დონეა 105–106%, ამერიკული პალიასთვის ( brook trout ) 103%. კლინიკური ნიშნები: მცირე ზომის ბუშტუკები ლაყუჩებში და აიროვანი ენბოლიები სისხლძარღვებში (36).  ბუშტუკები შეიმჩნევა თვალებში და კანქვეშ. ლიფსიტებში ბუშტუკების არსებობა იწვევს მუცლით ზევით ცურვას. თერაპია არ არსებობს. ჩვეულებრივ პრობლემა წყდება წყლის დეაერაციით. ზოგჯერ დაავადებას იწვევს წყალში ჟანგბადის მაღალი შემცველობა, წყალმცენარეების ყვავილობით და ოქსიგენერაციული ხელსაწყოს დაზიანებით. ამ შემთხვევაში თევზის გამოჯანმრთელება ხდება სწრაფად.

ჟანგბადის ნაკლებობა. Lack of oxygen.  5–6 ppm (მგ/ლ) არის მინიმალური სატურაცია, რაც სჭირდება თევზის ნორმალურ ზრდას. 2 ppm (მგ/ლ) -ზე 2 წუთით დაყოვნების შემთხვევში კალმახი შეიძლება დაიღუპოს. ყოველთვის, როცა ჟანგბადის დონე სუბოპტიმალურია, თევზები დაცურავენ ზედაპირზე ვენტილაციის გასაძლიერებლად ან უახლოვდებიან ოქსიგენერატორს და იმ ადგილს,  საიდანაც ხდება წყალის  შემოდინება. თევზი იღუპება გახსნილი ლაყუჩებით,  გვერდებზე აღენიშნება გამუქება (37).  თევზის წარმატებული მოშენებისათვის აუცილებელია  ჟანგბადის სატურაციის მუდმივი მონიტორირება და კონტროლი.

ნეფროკალციმოზი ( Nefrocalcinosis). ქრონიკული დაავადებაა ,რომელიც აღენიშნება ნაშირორჟანგით მდიდარ წყალში მყოფ თევზებს (38). დაავადებების პრევენცია მდგომარეობს წყლის დეკალციფიკაციაში (კალციუმის მარილების მოცილება).

ღვიძლის ლიპოიდური დეგენერაცია (Lipoid Liver Degeneration. LLD) ღვიძლის დაავადება, რომელიც ვითარდება მაშინ, როცა თევზი იკვებება დაბალი ხარისხის ან გაფუჭებული საკვებით. სიმპტომებია: ანემია, წონაში დაკლება, ასტიტი, ღვიძლის მოყვითალო ფერი (39),  საჭიროა ჰისტოლოგიური ანალიზის ჩატარება (უჯრედებისა და ქსოვილების მიკროსკოპული ანალიზი), რათა დადგინდეს ღვიძლის უჯრედებში ცეროიდული ნაერთის (ოქსიდირებული ლიპოპიგმენტის) არსებობა. ჩვეულებრივ ვიტამინების და ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის საკვების  გამოყენებით ხდება თევზის გამოჯანმრთელება.

ელექტრო  შოკი ( Electric Shock). გამოწვეულია ელვით და უფრო ხშირად  დაზიანებული ხელსაწყოებით. შოკი იწვევს კუნთების უკიდურეს შეკუმშვას, რომელიც აზიანებს ზურგის ტვინს. შოკის წყაროსთან ახლოს მყოფი თევზი შეიძლება მყისიერად დაიღუპოს. დანარჩენი თევზები იღუპებიან შოკიდან რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. ელექტრო შოკის შემდეგ თევზს ერღვევა ცურვის ნირი და სპინალური დაზიანებების გამო აღენიშნება სისხლჩაქცევები კუნთებში. სისხლჩაქცევები შეიძლება ჩადნეს კანზეც (40). პრევენცია მდგომარეობს ელექტრული სადენების უკეთეს იზოლაციაში.

მარწყვის დაავადება ( წითელი ლაქის სინდრომი ) Srtawberry Disease ( Red mark syndrome). დაავადების წარმოშობა უცნობია, შეიძლება იყოს ალერგიული. კაპილარები ხდება მყიფე, რაც იწვევს თევზის ვენტრალური მიდამოს სიწითლეს (41). დაავადება ვითარდება მოზრდილ კალმახში, ჩვეულებრივ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, რის გამოც ფერხდება თევზის რეალიზაცია.  ანტიბიოტიკებით მკურნალობის შედეგად სიმპტომები ქრება, თუმცა აღსანიშნავია, რომ 3 –4 კვირაში დაავადება თავისით იკურნება.

სტრესი (Stress). სტრესი უარყოფით გავლენას ახდენს თევზის ზრდაზე, ასევე ასუსტებს იმუნიტეტს , რის გამოც მცირდება დაავადებებისადმი რეზისტენტობა (მდგრადობა). საკვები Protec –ი ხელს უწყობს თევზებში იმუნური სისტემის გაძლიერებას.  Protec –ი არის სტრესის საწინააღმდეგო დიეტა , რომელის გამოყენება რეკომენდებულია მაშინ, როცა თევზი ექცევა ისეთ სტრესულ პირობებში, როგორიცაა:  ვაქციანაცია, წყლის ტემპერეტურის ცვალებადობა, გადაადგილება და სხვ.

თერაპია (Therapy).  ვინაიდან თევზის მოშენების პირობები შეიძლება იყოს მკვეთრად განსხვავებული, გირჩევთ დაუკავშირდეთ ჩვენს კონსულტანტებს დაავადების დიაგნოსტიკური ინტერპრეტაციისათვის და საუკეთესო მკურნალობის შესარჩევად. 

უკან
ადმინისტრაციისგან
გამოკითხვა
რომელ საკვებს იყენებთ თევზის გამოსაზრდელად?
სკრეტინგს
ალერ აკვას
კოპენსს
ბიო მარს
სხვას
 

 

ვიყიდი საკალმახე მეურნეობას

კონტაქტი: 599434454

სპეციალური საკვები ზამთარში გამოსაყენებლად 

OPTILINE HE

დოქტორ ჯორჯ სავიდისის

ანგარიში

საქართველოში გავრცელებული კალმახის დაავადების შესახებ

კალმახი

 
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE