ქართული    |    English    |    Русский

კალმახი kalmaxi.ge

0
 

თევზის საკვები
თევზი
ბაზრის მონაწილეები

იაფი საკვები - ძვირი თევზია!
საკალმახე მეურნეობების შესახებ

  

სტატისტიკის მიხედვით, 21-ე საუკუნის დასაწყისიდან, დედამიწის ზღვებსა და ოკეანეებში შეინიშნება თევზის ფიზიკური შემცირება 25%-ით. როგორც მსოფლიო ექსპერტები ამბობენ, ამას განაპირობებს თევზის რეწვის მიმართ არაორგანიზებული, უკონტროლო დამოკიდებულება, თევზჭერის საერთაშორისო საკანონმდებლო შეზღუდვებისადმი ლიბერალური დამოკიდებულება. ამის პროპორციულად იზრდება და ვითარდება ფერმერულ მეურნეობებში თევზის წარმოების დინამიკა.

ჩვენ შევეცადეთ შეგვესწავლა საქართველოში აკვაკულტურის განვითარების ტენდენციები და თავისებურებები. მიღებული უამრავი ინფორმაციიდან, ცალკეული ფერმერების და კალმახის მომხმარებლების გამოკითხვის შედეგად, გამოიკვეთა კალმახის წარმოების, შესაბამისად მოხმარების, ზრდის მნიშვნელოვანი ტენდენციები. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში კალმახი პრიორიტეტული თევზია, ვინაიდან საქართველოს მომხმარებელთათვის, თითქმის შეუძლებელია სხვა ალტერნატიული ნედლი თევზის შერჩევა.

საქართველოში არსებული შესანიშნავი წყლების კვალობაზე, ალბათ კანონზომიერად უნდა ჩაითვალოს ამ დარგის განვითარების დინამიკა. ასევე, როგორც ჩვენ დავრწმუნდით, დარგის განვითარების ტენდენციებს, მნიშვნელოვნად განაპირობებს ფერმერებში დაგროვილი გამოცდილება და მათ შორის გარკვეული კონკურენცია.

კალმახის ეკოლოგიურ ხარისხს, დინამიურ და სწრაფ ზრდის ტემპს, უზრუნველყოფს თევზის საკვები. ასევე, მაღალი ხარისხის საკვები განსაზღვრავს სასაქონლო თევზის თვითღირებულებას, რაც ფერმერისთვის გადამწყვეტი ფაქტორია კონკურენციის პირობებში.

სამწუხაროა, რომ თევზის საკვების წარმოება საქართველოში არ არსებობს და ვფიქრობ ნაკლებად რეალურია, რომ ამ ეტაპზე, დაგეგმილმა ადგილობრივმა წარმოებამ გაუწიოს კონკურენცია ისეთ მსოფლიო ბრენდებს, როგორებიც არიან: „სკრეტინგი“, „ბიომარი“, „ალერ აკვა“, „კოპენსი“, რომლებმაც საქართველოში მტკიცედ დაიმკვიდრეს ადგილები. ამის ილუსტრაციისთვის, ჩვენ მოვიპოვეთ მასალა, რომლის მიხედვით- კომპანია „სკრეტინგი“, ყოველწლიურად ხარჯავს 10.0 მლნ.ევროს, სამეცნიერო კვლევებზე და საკვების რეცეპტურის სრულყოფაზე. თუმცა, ყველაზე ზუსტი შეფასების ინდიკატორები თქვენ, ფერმერები და კალმახის მომხმარებლები ბრძანდებით, ვინაიდან ჩვენი პორტალი თქვენი აზრის გამოსახატად შეიქმნა.
საქართველოში წარმოებული კალმახის-დინამიკის, თავისებურებებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციას კვლავაც მოგაწვდით. ერთის მხრივ, თქვენგან მიღებულ და შეჯერებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მეორეს მხრივ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აკვაკულტურაში მომხდარი სიახლეების შესახებ. ჩვენი პორტალის, ანალიტიკური სამსახურის სურვილი კი იქნებოდა „ქართული კალმახი“ გამხდარიყო საექსპორტო პროდუქტი, რომელიც ამ დარგის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს.

 

Kalmaxi.Ge -ს
ანალიტიკური ჯგუფი

უკან
ადმინისტრაციისგან
გამოკითხვა
რომელ საკვებს იყენებთ თევზის გამოსაზრდელად?
სკრეტინგს
ალერ აკვას
კოპენსს
ბიო მარს
სხვას
 

 

ვიყიდი საკალმახე მეურნეობას

კონტაქტი: 599434454

სპეციალური საკვები ზამთარში გამოსაყენებლად 

OPTILINE HE

დოქტორ ჯორჯ სავიდისის

ანგარიში

საქართველოში გავრცელებული კალმახის დაავადების შესახებ

კალმახი

 
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE