ქართული    |    English    |    Русский

კალმახი kalmaxi.ge

0
 

თევზის საკვები
თევზი
ბაზრის მონაწილეები

იაფი საკვები - ძვირი თევზია!

სიახლე ფერმერებისთვის!

შპს ”სურნელი 2008”  გთავაზობთ ესპანური  წარმოების თანამედროვე სადეზინფექციო საშუალებებს კომპანია Cenavisa-სგან.

Cenavisa-ს პრეპარატები აპრობირებულია ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში და გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ეფექტიანი მოქმედებით და საუკეთესო შედეგებით.

პრეპარატები ხელმისაწვდომია თბილისსა და გორში.

 

პრეპარატების შესაკვეთად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

მობ. 599 104337,  599 955034 

ან მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე:  ivanezuroshvili@gmail.com .

 

ქვემოთ იხილეთ სადეზინფექციო პროდუქციის ჩამონათვალი და მათი მოკლე დახასიათება:


PER-ACID-PLUS (სადეზინფექციო ხსნარი) 
შემადგენლობა

წყალბადის ზეჟანგი 250 მგ

პერაცეტური მჟავა50 მგ

დამხმარე ნივთიერებები

დახასიათება

ბიოდეგრადირებადი სადეზინფექციო ხსნარი.

პერაცეტური მჟავა, როგორც წყალბადის ზეჟანგის, ძმარმჟავას პერაცეტური მჟავისა და წყლის თანაბარი ნაერთი, მიიღება წყალბადის ზეჟანგის (H2O2) და ძმარმჟავას ურთიერთრეაქციის შედეგად. პერაცეტურ მჟავასა და ძმარმჟავას შორის კომბინაცით მიიღწევა სინერგიული ეფექტი. 

მოქმედების მექანიზმი

მოქმედების მექანიზმს წარმოადგენს ჟანგვითი პროცესი. პერაცეტური მჟავა დაჟანგვის შედეგად მოქმედებს მცენარეული ბაქტერიული უჯრედების გარე  კედლის უჯრედზე. ჟანგვითი პროცესი ხორციელდება ელექტრონების გადაცემის გზით. ზეჟანგისა და პერაცეტის კომბინაციით მიიღება დაჟანგვის დიდი დოზის მქონე ქლორირებული სადეზინფექციო ხსნარი.

მოქმედების სპექტრი

ძლიერმოქმედი ბაქტერიციდული, ვირუციდული, ფუნგიციდური და  სპორიციდული სადეზინფექციო საშუალება.

გამოყენების სფერო

აკვაკულტურის ობიექტები, თევზის გამოსაზრდელი აუზები, შენობები,  სათავსოები, საინკუბაციო საამქროები, აღჭურვილობა, მოწყობილობები, დანადგარები,  ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, ინვენტარი, ზედაპირები, სატრანსპორტო საშუალებები. 

დოზირება და გამოყენების წესი

შეფრქვევა: 2 მლ/ლ

რეგულარული დეზინფექცია: 2-5 მლ/ლ

დეზინფექცია განსაკუთრებული რისკით  10მლ/ლ

შეფუთვა  

5 და 25 კგ-იანი პლატმასის ჭურჭელი


BIO-CLOR-T (სადეზინფექციო ფხვნილი)

 


შემადგენლობა

ქლორამინ - ტ  1000 მგ

დახასიათება

 bio-clor-T-ს აქტიური ინგრედიენტია ქლორამინ-ტ-ს. ის წარმოადგენს ჰალოგენირებულ ორგანულ ნაერთს, რომლის მოქმედების მექანიზმი სრულიად განსხავდება ქლორის სხვა ჰალოგენირებული ნაერთებისაგან. აქ ნარჩენი ქლორის გამოყოფის პროცესი უფრო ნელა მიმდინერეობს, რაც  საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ თავისუფალი ქლორის მოქმედება ხანგრძლივი პერიოდით.

უპირატესობა სხვა ქლორშემცველ სადეზინფექციო საშუალებებთან  

არ რეაგირებს სხვა ორგანულ ნაერთებთან, რადგან შეიცავს თავისუფალ ქლორს ტრიჰალომეტანების ფორმით. ეფექტურია ბიოლენტის კონტროლის დროს მისი მაღალი შეღწევადობის გამო.

სხვა ორგანულ ნაერთებთან პასიური რეაქცია განაპირობებს თავისუფალი ქლორის მიერ წარმოქმნილი სუნის და გემოს შემცირებას.

სტაბილურობა  და  თავისუფალი ქლორის ხანგრძლივი მოქმედების უნარი უზრუნველყოფს ბაქტერიების ხელახალი წარმოქმნის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო  მექანიზმს.

მოქმედების მექანიზმი

ქლორამინ-ტ იონიზირდება წყალში და ქმნის პ-ტოლუენსულფაქლორამიდის სახეობებს, რომელიც ზემოქმედებს ბაქტერიაზე, სოკოსა და ვირუსზე. მისი მოქმედების მექანიზმი ეფუძნება გარსის უპირობო განადგურებას პირველ ფაზაში. მეორე ფაზაში კი, პ-ტოლუენსულფაქლორამიდით გამოწვეული დაჟანგვა ანადგურებს მიკროორგანიზმების უჯრედოვან მასალას.

მოქმედების სპექტრი

ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოვანი და პარაზიტული დაავადებების საწინააღმდეგო შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალება.

გამოყენების სფერო

აკვაკულტურის ობიექტები, თევზის გამოსაზრდელი აუზები, შენობები,  სათავსოები, საინკუბაციო საამქროები, აღჭურვილობა, მოწყობილობები, დანადგარები,  ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, ინვენტარი, ზედაპირები, სატრანსპორტო საშუალებები. 

დოზირება და გამოყენების წესი

ზოგადი 1% (1კგ/100 ლ)

სადეზინფექციო ჰიგიენური ავზისთვის  2% (2კგ/100ლ)

წყლის დეზინფექცია 20 მგ/ლ

შეფუთვა  

25 კგ-იანი პლატმასის ჭურჭელი

 


OVACEN (ჰიგიენური მოხმარების ხსნარი)
შემადგენლობა

იოდიზირებული პოვიდონი 10მგ

დამხმარე ნივთიერებები 
სამიზნე 

 ახლად განაყოფიერებული ქვირითისთვის

დახასიათება                                                                                  

 ჰიგიენური საშუალება ახლად განაყოფიერებული ქვირითის გაბანვისთვის ინკუბაციამდე

დოზირება და მოხმარების წესი

მოამზადეთ ხსნარი შეფარდებით: 10 მლ Ovacen-ი  1 ლიტრ წყალში, რომელშიც იხსნება 9 გ მარილი, იზოტონური ხსნარის მისაღებად. წყალი, რომელშიც ხსნარის pH არ არის 6-სა და 8-ს შორის, რეაქციაში უნდა შევიდეს  ნატრიუმის ბიკარბონატთან, რათა მივიღოთ საჭირო pH.

მომზადებული ხსნარით 10 წუთის განმავლობაში საგულდაგულოდ გაბანეთ ახლად განაყოფიერებული ქვირითი და შემდეგ ამოავლეთ ფიზიოლოგიურ ხსნარში (9 გ მარილი 1 ლ წყალზე).

შეფუთვა

0,5,  1,5  და 25 ლ-ნი ჭურჭელი 

შენახვის ვადა

24 თვე

უკან
ადმინისტრაციისგან
გამოკითხვა
რომელ საკვებს იყენებთ თევზის გამოსაზრდელად?
სკრეტინგს
ალერ აკვას
კოპენსს
ბიო მარს
სხვას
 

 

ვიყიდი საკალმახე მეურნეობას

კონტაქტი: 599434454

სპეციალური საკვები ზამთარში გამოსაყენებლად 

OPTILINE HE

დოქტორ ჯორჯ სავიდისის

ანგარიში

საქართველოში გავრცელებული კალმახის დაავადების შესახებ

კალმახი

 
  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE