ქართული    |    English    |    Русский

კალმახი kalmaxi.ge

0
 

თევზის საკვები
თევზი
ბაზრის მონაწილეები

იაფი საკვები - ძვირი თევზია!

                                                      

თევზი სადღესასწაულო

 

ინგრიდიენტები:

  • კალმახი – 2 ან 3 ცალი
  • ლიმონი – 1 ცალი
  • ნიორი – 4 - 3 კბილი
  • ჯინჯერი – 2 სმ სიგრძის – სურვილისამებრ
  • ქინძი , ოხრახუში , კამა – მსხვილი კონა ( ერთიანად )
  • არაჟანი – 150 გრ
  • მარილი   

 სადღესასწაულო თევზი

ასევე შეგიძლიათ დაამატოთ:

  • კრევეტკები – სურვილისამებრ , თითო თევზისთვის 4-5 ცალი
  • მოთუშული ერთ ხახვი და 3 ტოტი ნიახური – სურვილისამებრ

ინვენტარი : კულინარიული ვერცხლის ქაღალდი ;

 

მომზადებისთვის საჭიროა დაახლოებით 25 წუთი , ღუმელშიც 20-25 წუთი მზადდება .

 

სადღესასწაულო თევზი 2 

მომზადების  წესი:

  • გაახურეთ ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურამდე
  • გაწმინდეთ და გარეცხეთ თევზი
  • გარეცხეთ და დაჭერით მწვანილები , ნიორი და ჯინჯერი ( ჯანჯაფილი ), აურიეთ არაჟანში
  • გაშალეთ ვერცხლის ქაღალდი,  გადაუსვით თევზის ზომაზე არაჟნისა და მწვანილის მასა, დადევით თევზი და თევზს ზემოდან გადაუსვით ისევ არაჟნის მასა და დააწყვეთ ლიმონის ნაჭრები
  • თევზის შუაში ჩადევით ბლომად არაჟნის მასა , ზემოდან დაადევით შემწვარი ხახვი და კრივეტები

თევზი სადღესასწაულო 3

დამატებითი  ინფორმაცია:

 

დასაფარშირებელ ბოსტნეულად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პომიდორის ჩირი , ბულგარული წიწაკა ან წვრილად დაჭრილი სტაფილო.

 

ასევე შეგიძლიათ დაფარშიროთ დამარინადებული ან ზეთში ჩაწყობილი სარდინებით.

 

 ამ კერძს შეიძლება   მოუმზადდეს არომატული , სხვადასხვა საკმაზიანი ბრინჯი , თუმცა « კარტოფილი ქურქშიც » მოუხდება , რომელიც თევზთან ერთან მომზადდება ქურაშივე . ასეთ შემთხვევაში , არაჟნისა და მწვანილის ნაზავი გადაინახეთ , რომ კარტოფილს ჩაუდოთ გულში.

 

უკან
ადმინისტრაციისგან
გამოკითხვა
რომელ საკვებს იყენებთ თევზის გამოსაზრდელად?
სკრეტინგს
ალერ აკვას
კოპენსს
ბიო მარს
სხვას
 

 

ვიყიდი საკალმახე მეურნეობას

კონტაქტი: 599434454

სპეციალური საკვები ზამთარში გამოსაყენებლად 

OPTILINE HE

დოქტორ ჯორჯ სავიდისის

ანგარიში

საქართველოში გავრცელებული კალმახის დაავადების შესახებ

კალმახი

 
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE