ქართული    |    English    |    Русский

კალმახი kalmaxi.ge

0
 

თევზის საკვები
თევზი
ბაზრის მონაწილეები

იაფი საკვები - ძვირი თევზია!

ძვირფასო ფერმერებო!

პირველად საქართველოს აკვაკულტურაში! 
თევზის ვაქცინაციის დებიუტი შედგა. ყველა ამ სფეროში დასაქმებულს ვულოცავ ამ სიახლის დამკვიდრებას.
ამ მომენტიდან მზად ვართ თევზის ყველა დაავადებას გავუმკლავდეთ ცოდნის გამოყენებით!
მადლობა ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში.

 

ქვემოთ იხილეთ მოკლე რეპორტი "ვაქცინაცია 2018" -ის  შესახებ:

 

პრობლემა

უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოს თევზსაშენ მეურნეობებში კატასტროფულად იმატა თევზის სხვადასხვა სახის დაავადებებმა, რასაც შედეგად მოჰყვა თევზის მასიური განადგურება და დიდი ფინანსური და მატერიალური ზარალი.

 ადგილობრივი პროფილაქტიკური ღონისძიებები, რომელიც ხშირად კუსტარულ ხასიათს ატარებდა,  არ იყო ეფექტიანი.

 ნეგატიური პროცესების უკონტროლო განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა დაავადებების მასშტაბები და გავრცელების გეოგრაფია.  

 შექმნილმა ვითარებამ მოითხოვა სასწრაფო რეაგირება ამ გამოწვევაზე.

 

პრეისტორია

საკალმახე მეურნეობებში დაავადების მკვეთრი აფეთქების მიზეზების შესწავლის მიზნით 2015 წლის 7- 8 ოქტომბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ცნობილი ბერძენი მეცნიერი, ვეტერინარი და პათოლოგანატომი ბატონი ჯორჯ სავიდისი.

მოწვევის იდეა და ინიციატივა: თევზის ინტერნეტ პორტალი ”კალმახი.ჯი”;

ორგანიზაციული უზრუნველყოფა: ქვირითის მწარმოებელი დანიური ბრენდი-კომპანია „AquaSearch Ova”;

სამუშაოდ შეირჩა გორის რ-ნის რამდენიმე თევზსაშენი მეურნეობა, სადაც ყველაზე მძაფრად გამოვლინდა დაავადება და მისი შედეგები.

გამოვლენილი დაავადება: Lactococcosis;

დოქტორ ჯ.  სავიდისის ანგარიში და დასკვნა ჩატარებული სამუშაოების შესახებ იხ. ბმულებზე:

ქართული ვერსია: http://kalmaxi.ge/uploads/George_Savvidis_angarishi_geo.pdf

ინგლისური ვერსია: http://kalmaxi.ge/uploads/REPORT_eng_Georg_Savvidis.pdf

 

პროექტი "ვაქცინაცია -2018" 

  • პარტნიორების რეკომენდაცია:  დაავადებების პრევენციის და ეპიდემიების წინააღმდეგ ბრძოლის ყველზე ეფექტიანი და გამოცდილი საშუალების - თევზის ინდივიდუალური ვაქცინაციის ჩატარება დაზიანებულ თევზსაშენებში. 
  • აქციის მიზანი: დაავადება Lactococcosis  საწინააღმდეგო ვაქცინაციის განხორციელება და ადგილებზე დაავადების პრევენცია; შემდგომში ვაქცინაციის არეალის გაფართოება, თევზის სხვა დაავადებების გამოვლენა და პრევენცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
  • ვაქცინაციის ჩატარების დრო და ადგილი: 2018 წლის 13-15 მარტი,  გორის რაიონი;
  • ვაქცინიებული თევზის რაოდენობა: 15 000 ცალი;
  • ბენეფიციარები:  შპს ქართული თევზი (დირ. ალეკო დადიანიძე), შპს დგვრისი (ხელმძღ. გიორგი აბულაძე),  შპს ბიო მარი (დირ. ზურაბ ხითარიშვილი);
  • პროექტის ინიცირება, დაგეგმვა, საინფორმაციო უზრუნველყოფა და მონიტორინგი: თევზის ინტერნეტ პორტალი ”კალმახი.ჯი” ( ირაკლი პატარაია - დამფუძნებელი, აკვაკულტურის ექსპერტი) ;
  • ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა: შპს „სურნელი 2008“ (დირ.  ივანე ზუროშვილი - თევზის საკვების და სადეზინფექციო - სამკურნალო პრეპარატების დისტრიბუცია);
  • რეკომენდაციები, ტრენინგი  და მონიტორინგი: დოქტორი ჯორჯ სავიდისი;
  • გამოყენებული ვაქცინა: Icthiovac LG,  მწარმოებელი HIPRA (ესპანეთი); მომწოდებელი კომპანია -  „ინვეტი“;
  • საანესთეზიო საშუალება: Fenoxy,  მწარმოებელი ORPC (იტალია);
  • პრიორიტეტული აქსესუარებით, მასალებით, დამხმარე საშუალებებით მომარაგება: შპს „სურნელი 2008“;
  • ვაქცინაციის  მიმდინარეობას თვალყურს ადევნებდნენ მოწვეული ფერმერები და დაინტერესებული ადამიანები გორიდან, ოზურგეთიდან და ფოთიდან.
  • ამაჟამად მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი ვაქცინირებულ ინდივიდებზე;
  • ანალიზი და საბოლოო შედეგების პრეზენტაცია:  სავარაუადოდ 2018 წლის  სექტემბერ-ოქტომბერი ;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მობ-ზე: 599 434454, ან  ელ. ფოსტაზე: archil@kalmaxi.ge 

უკან
ადმინისტრაციისგან
გამოკითხვა
რომელ საკვებს იყენებთ თევზის გამოსაზრდელად?
სკრეტინგს
ალერ აკვას
კოპენსს
ბიო მარს
სხვას
 

 

ვიყიდი საკალმახე მეურნეობას

კონტაქტი: 599434454

იყიდება 

სადეზინფექციო საშუალებები 

599 104337

სპეციალური საკვები ზამთარში გამოსაყენებლად 

OPTILINE HE

დოქტორ ჯორჯ სავიდისის

ანგარიში

საქართველოში გავრცელებული კალმახის დაავადების შესახებ

კალმახი

 
  © 2019 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE