ქართული    |    English    |    Русский

კალმახი kalmaxi.ge

0
 

თევზის საკვები
თევზი
ბაზრის მონაწილეები

იაფი საკვები - ძვირი თევზია!
თევზების გამოზრდის დროს საუკეთესო შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია :
  •   წარმოების დაგეგმვა
  •   სათანადო საკვების შერჩევა
  •   გამოკვების სწორი სტრატეგიის არჩევანი

თევზების ზრდის ტემპი და საკვების გამოყენების ეფექტიანობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ფაქტორებია, რომლებიც ფასდება ორი ძირითდი მაჩვენებლით: ზრდის კუთრი (ხვედრითი) სიჩქარით, ანუ საშუალო დღე-ღამური ნამატითა და საკვები კოეფიციენტით.

 

აღნიშნული მაჩვენებლები გამოითვლება ფორმულით:

SGR=(1nM 1 - 1nM 0 )100/T ;

FCR=M k /(M 1 -M 0 )N ;

სადაც,

SGR -ზრდის კუთრი (ხვედრითი) სიჩქარეა ( specific growth rate ), % დღე- ღამეში;

FCR - საკვები კოეფიციენტი ( feed conversion rate ), 1გრამი საკვები 1 გრამ ნამატზე;

M 0 - თევზის საწყისი საშუალო მასა, გრ.;

M 1 - თევზის საბოლოო საშუალო მასა, გრ.;

T - გამოზრდის პერიოდის ხანგრძლივობა, დღე-ღამე;

M k - გამოზრდის პერიოდის მანძილზე დახარჯული საკვების რაოდენობა, გრ.;

N -თევზის რაოდენობა თევზსაშენში, ეგზემპ.

 

ზრდის სიჩქარის მაქსიმალური მნიშვნელობა, რომელიც მიიღწევა თევზის სრული ნორმით კვების პირობებში, არ შეესაბამება საკვები კოეფიციენტის ოპტიმალურ (უმცირეს) მნიშვნელობას, რაც ნათლად ჩანს   გრაფიკზე 1(„საკვები კოეფიციენტისა და ზრდის სიჩქარის დამოკიდებულება კალმახის კვების ნორმასთან“).

 

კვების მაქსიმალური დონის მიმართ, როდესაც კვების ნორმა შეადგენს 70-80%-ს, საკვები კოეფიციენტის მნიშვნელობა ძალზე მცირეა. თუ არ ხდება გარემო პირობების პარამეტრების ლიმიტირება, კვების ნორმის ზრდასთან ერთად მატულობს ზრდის სიჩქარე, მანამდე, ვიდრე თევზს შეუძლია   აითვისოს საკვები. თუმცა, როდესაც კვების ნორმა მაქსიმალურის მიმართ გადააჭარბებს 80%-ს, ზრდის ტემპი კლებულობს.   სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თევზის ზრდის მაქსიმალური ტემპი ეკონომიკურად არახელსაყრელია, რადგან მის უზრუნველსაყოფად მოითხოვება საკვების გაზრდილი ხარჯი.

 

გარემოზე ზემოქმედება დაკავშირებულია ასევე საკვებ კოეფიციენტთან. ამ მხრივ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს საკვებში აზოტისა ( N ) და ფოსფორის   ( P ) შემცველობა, რომლებსაც თევზი ნივთიერებათა   ცვლის პროცესში   გამოყოფს გარემოში.

 

წყალსატევებში მოხვედრისას ეს მცენარეები ახდენენ წყალმცენარეების განვითარების სტიმულირებას, რაც იწვევს წყალსატევების „აყვავილებასა“ და ჰიდრობიონიტების ბინადრობის გაუარესებას. ამიტომ, აზოტისა და ფოსფორის გადამეტებული რაოდენობით გამოყენება განიხილება, როგორც გარემო პირობების დაბიძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. საკვები კოეფიციენტის უმცირესი მნიშვნელობისას კი საკვების ათვისება ხდება უფრო სრულად და შესაბამისად, გამოყოფლი აზოტისა და ფოსფორის ზემოქმედება გარემოზე მინიმალურია.

 

ეს პროცესი ილუსტრირებულია გრაფიკზე 2 („აზოტისა და ფოსფორის გამოყოფა კალმახის 1კგ ნამატზე სხვადასხვა საკვები კოეფიციენტის დროს). გრაფიკზე 2 ნაჩვენები შედეგები მიღებულია ცისარტყელა კალმახის 48%-იანი პროტეინისა და 0,9%-იანი ფოსფორის შემცველობის საკვებით გამოკვებისას.

  

საკვებში აზოტის რაოდენობა გამოთვლილია პროტეინის შემცველობის სიდიდის 6,25-ზე გაყოფის გზით. თევზის მიერ გამოყოფილი აზოტისა დ აფოსფორის რაოდენობა განისაზღვრება საკვებში ამ ნივთიერებების შემცველობის სიდიდისა და თევზის ზრდაზე მათი დანახარჯების სხვაობით.

 

მოცემულ გაანგარიშებებში მიღებულია,რომ ცისარტყელა კალმახში ნივთიერებათა დაგროვება შეადგენს 30გრ. აზოტსა და 5გრ. ფოსფორს თევზია 1კგ ნამატზე.

 

გრაფიკი 1. საკვები კოეფიციენტისა და ზრდის სიჩქარის დამოკიდებულება კალმახის კვების ნორმასთან

  

გრაფიკი 2. აზოტისა და ფოსფორის გამოყოფა კალმახის 1კგ ნამატზე სხვადასხვა საკვები კოეფიციენტისას

 

 

 

 

უკან
ადმინისტრაციისგან
გამოკითხვა
რომელ საკვებს იყენებთ თევზის გამოსაზრდელად?
სკრეტინგს
ალერ აკვას
კოპენსს
ბიო მარს
სხვას
 

 

ვიყიდი საკალმახე მეურნეობას

კონტაქტი: 599434454

სპეციალური საკვები ზამთარში გამოსაყენებლად 

OPTILINE HE

დოქტორ ჯორჯ სავიდისის

ანგარიში

საქართველოში გავრცელებული კალმახის დაავადების შესახებ

კალმახი

 
  © 2018 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE