ქართული    |    English    |    Русский

კალმახი kalmaxi.ge

0
 

თევზის საკვები
თევზი
ბაზრის მონაწილეები

იაფი საკვები - ძვირი თევზია!

ფერმერთა საყურადღებოდ!


შპს "ივერია XX-XXI"-ის და შპს ”სურნელი 2008”-ის დაფინანსებით გამოიცა ახალი სახელმძღვანელო: ”თევზებისა და კიბოსნაირების მოშენება, ფერმერული აკვაკულტურა”.

 

სახელმძღვანელოს ავტორია პროფესორი ოთარ ობოლაძე.

 

ნაშრომი მკითხველს სთავაზობს საინტერესო და ვრცელ მასალას თევზებისა  და  კიბოსნაირების  მოვლა–მოშენების, მათი გამოზრდის ბიონორმატივების და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.

 

წიგნში ფართოდაა განხილული მეთევზეობისა და ზოგადად, აკვაკულტურის განვითარებისათვის არსებული ბუნებრივი რეზერვები (თერმული და არტეზიული წყლები, ცეოლიტები, ბენტონიტური თიხები, დიატომიტი, მზის ენერგია და ა. შ.), წყალმომარაგების სისტემები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წყლის მომარაგების ნახევრად ჩაკეტილ და ჩაკეტილ  სისტემებს, მათში მიმდინარე პროცესებს, გამოყენებული აგრეგატების დანიშნულების  და მუშაობის პრინციპებს.

 

წიგნში ცალკე თავი ეთმობა აკვაკულტურის ბინადართა საკვები ბაზის და მათი კვების საკითხებს.

 

ნაშრომსა და მის დანართში მოცემულია თევზებისა და მათი დაავადებების ფერადი ფოტოილუსტრაციები, ასევე გამოყენებულია მრავალფეროვანი თვალსაჩინო, სქემატური და ცხრილური სახის მასალა.

 

წიგნი განკუთვნილია ფერმერებისთვის, აკვაკულტურაში დასაქმებული ადამიანებისთვის, ბიოლოგიით, იქთიოლოგიით, თევზისა და კიბოსნაირების მოშენებით დაინტერესებული პირებისათვის,  სტუდენტებისა და მაგისტრანტებისათვის.


წიგნის შეძენა შესაძლებელია საკვების გაყიდვის ობიექტებზე:


1. თბილისში: თევზის საკვების საწყობი,  მის: თბილისი, ფეიქრების ქ. 4,

საკონტაქტო პირი: ივანე ზუროშვილი,  მობ: 599 104337,  ტელ: 2 61 53 05.

2. გორში:  

  • შპს ივერია XX-XXI-ის თევზის საკვების საწყობი,  მის: გორი, ცხინვალის გზატკეცილი 9ა, საკონტაქტო პირი: ივერი ფუტკარაძე, მობ: 558 268080;  591 950406.
  • შპს ”სურნელი 2008”-ის თევზის საკვების საწყობი,  მის: გორი, ცხინვალის გზატკეცილი 9ა/33, საკონტაქტო პირები:თემურ აფხაძე, მობ: 599 955034,  592 955034, ვანო ზუროშვილი, მობ:599 104337, ტელ:2615305.

3. ბათუმში: თევზის საკვების საწყობი, მის:  ბათუმი,  ფრიდონ ხალვაშის ქ. N 60,

საკონტაქტი პირები: ვანო მესხორაძე, მობ: 599 235849, ვანო ზუროშვილი, მობ:  599 104337, 571 104337. 

4. ახალციხეში: თევზის საკვების საწყობი,  მის:  ახალციხე,  თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, ახალი ბაზარი,  საკონტაქტი პირები: დათო თუმანიშვილი,  მობ: 597919091, სოსო,  მობ: 599329137.

უკან
ადმინისტრაციისგან
გამოკითხვა
რომელ საკვებს იყენებთ თევზის გამოსაზრდელად?
სკრეტინგს
ალერ აკვას
კოპენსს
ბიო მარს
სხვას
 

 

ვიყიდი საკალმახე მეურნეობას

კონტაქტი: 599434454

სპეციალური საკვები ზამთარში გამოსაყენებლად 

OPTILINE HE

დოქტორ ჯორჯ სავიდისის

ანგარიში

საქართველოში გავრცელებული კალმახის დაავადების შესახებ

კალმახი

 
  © 2017 ყველა უფლება დაცულია Design by SPAR.GE